როგორც კი ამის საჭიროება იქნება გადავდგები - გიორგი გახარია

20 ივნისი 2019, 22:43 1854 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ გადადგება, როგორც კი ამის საჭიროებას დაინახავს. გიორგი გახარიამ პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს ტრაგედია უწოდა და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევაა. აქციას კი პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

შს მინისტრის თქმით, როგორი დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს დღევანდელ  შემთხვევას, ყველა დაისჯება კანონის სიმკაცრით.

''ის რაც ხდება, ეს არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია. სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა. რა შედეგამდეც არ უნდა მივიდეს,  თავდასხმა პოლიციაზე და პარლამენტზე ამას ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება, კანონის სრული სიმკაცრით.

პატივი ვცეთ პოლიციელს, რომელიც ვალდებულია დაიცვას ორივე მხარის უფლებები და მათ საკუთარი მოვალეობების განხორციელების საშუალება უნდა მივცეთ. ამის მერე დავჯდეთ და ვისაუბროთ.

ამ ჯგუფიდან შშს-მ ამოაგდო ორი გვარი, რომელსაც ჰქონდა დარღვეული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ის ახლა რაც აქ ხდება ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული. არანაირი მნიშვნელობა არ აქ ვინ გადადგება, ვინ დარჩება, როგორც კი ამის საჭიროება იქნება მე გადავდგები,''- თქვა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია პარლამენტთან, რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში