"ინფორმაცია თითქოს, საქართველოს ელჩები, პროტესტის ნიშნად, თანამდებობას ტოვებენ დეზინფორმაციაა" -საგარეო საქმეთა სამინისტრო

20 ივნისი 2019, 16:34 1486 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ელჩები პროტესტის ნიშნად თანამდებობას ტოვებენ.

"სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს ელჩები, პროტესტის ნიშნად, ტოვებენ თანამდებობას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს დეზინფორმაციას!"-ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი