შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ფაქტზე გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს.
''უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პოლიცია გურამ ფალავანდიშვილთან, გამოკითხვაზე დაბარების მიზნით, უწყების ჩასაბარებლად მივიდა.
ფალავანდიშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს'' - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ფალავანდიშვილი ''თბილისი პრაიდის'' წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. აქციებზე მან ძალადობრივი შინაარსის მოწოდება გაახმოვანა.