19 ივნისს, მამების დღეს საქართველოში მეოთხედ აღნიშნავენ

19 ივნისი 2019, 16:58 4096 ნახვა

19 ივნისს, მამების დღეს საქართველოში მეოთხედ აღნიშნავენ. მამის დღე გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის We Care ინიციატივით დაწესდა.

კამპანიის - „კაცები ზრუნავენ“  მიზანია, რომ ქალები და კაცები თანაბარ მდგომარეობაში ჩადგნენ და ყოველდღიურ ცხოვრებაში „მზრუნველი მამების“ როლი გაიზრდოს.

მამების დღის აღნიშვნა ნაწილია იმ მასშტაბური ინიციატივისა, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის.

პროექტი შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მამების დღე პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში 1910 წელს ვაშინგტონის პატარა ქალაქ სპოკანში აღინიშნა. რამდენიმე წლის შემდეგ, 1966 წელს, კი პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის მიერ, ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი