სახელმწიფო აკადემიური ქორეოგრაფიული ანსამბლი „არსიანი“ ბუდაპეშტიდან ბათუმში 4 პრიზით დაბრუნდა

18 ივნისი 2019, 12:23 2673 ნახვა

სახელმწიფო აკადემიური ქორეოგრაფიული ანსამბლი „არსიანიბუდაპეშტიდან ბათუმში 4 პრიზით დაბრუნდა.  24 -ე საერთაშორისო  კონკურსზე  ანსამბლი რამდენიმე  ნომრით წარსდგა.  საერთაშორისო დუნაის ხელოვნების კომპანიამ , ფესტივალი: დუნაის კარნავალი და საერთაშორისო ხალხური ცეკვების კონკურსი“ სახელწოდებით,  ჯაჭვის ხიდი„ ჩაატარა, რომელზეც  „არსიანმა ლაურეატის“ წოდება მიიღო. 

კონკურსში  სხვადასხვა ქვეყნის 20 ზე მეტი  ხალხური ცეკვის სახელწიფო აკადემიური  გუნდი მონაწილეობდა. ანსამბლის წევრები  საქართველოში გუშინ დაბრუნდნენ, მათ ბონის კულტურის სახლთან დახვედრის ცერემონიალი მოუწყვეს.   

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში