პოეზიის საღამო ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში

02 აგვისტო 2025, 14:26 237 ნახვა

,,ილია როგორც ახალგაზრდა პოეტი’’ - ამ სახელწოდებით ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმმა პოეზიის საღამოს უმასპინძლა.

ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე მწერლებმა და პოეტებმა ილიას ლექსები წაიკითხეს. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ბუმბერაზი მწერლისა და პოეტის უდიდესი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე.

ღონისძიება მუსიკალურად საბავშვო ანსამბლმა ,,ეთნოსმა’’ გააფორმა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი