ჩატარდება თუ არა „თბილისი პრაიდი“ ორგანიზატორები გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ. ერთ-ერთი ორგანიზატორის განცხადებით, დღეს შეხვედრა გაიმართება და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. გიორგი თაბაგარის თქმით, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები დღის განმავლობაში განცხადებას გაავრცელებენ.
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ აქტივისტებს პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა. გვიან ღამემდე შინაგან საქმეთა სამინისტროში ლევან ვასაძის მხარდამჭერების დაკითხვა მიმდინარეობდა.