შსს-მ სახალხო რაზმების პატრულირების შესახებ ლევან ვასაძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო

17 ივნისი 2019, 15:05 1460 ნახვა

,,რაინდი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ  ყველა ვინც პოლიციელზე აღმართავს ხელს,  რეაგირება იქნება მკაცრი, ვერავინ იძალადებს პოლიციელზე“  ამბობს შინაგან  საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც  ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას გამოეხმაურა.  

ვასაძემ გუშინ  ,,ნამდვილი კაცების“ აქციაზე განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში გაარღვევენ პოლიციის კორდონს და  არც ის გამორიცხა რომ ხელისუფლება  პირველად მსოფლიოში მიიღებს  კომბლების  რევოლუციას.
 

ანტისახელმწიფოებრივი და  საშიში მოწოდებები, რომლებიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას -ასე აფასებენ პოლიტიკოსები  ლევან ვასაძის  განცხადებას. ოპოზიციას მიაჩნია, რომ შინაგანს საქმეთა სამინსიტროს მიერ დაწყებული გამოძიება საკმარისი არ არის და აუცილებელია უმკაცრესი რეაგირება.

უწყებამ გამოძიება 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. სწორედ მოკვლევის პერიდოში გაირკევა დააკავებენ, თუ არა მისივე მოწოდებების გამო ლევან ვასაძეს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში