მაუწყებლის ინფორმაციით სულხან ღლონტი აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ინიშნება 

14 ივნისი 2019, 16:27 3953 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე პოსტს ტოვებს და ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გადაინაცვლებს. 

მაუწყებელს ინფორმაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში არ დაუდასტურეს, თუმცა უთხრეს რომ 10 წუთში ეცოდინება მედიას დატოვა თუ არა ღლონტმა დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი. 

სულხან ღლონტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელად 2017 წელს დაინიშნა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი