პოლიციამ 110 მშობელი ბავშვზე ძალადობაში ამხილა - შსს

13 ივნისი 2019, 15:12 1890 ნახვა

2019 წლის 5 თვეში (იანვარი-მაისი), შს საინისტრომ 110 პირი ამხილეს, რომლებიც ბავშვებზე ძალადობდნენ. 15 შემთხვევაში, მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში - მამა/მამინაცვალი.  79%-ში პოლიციამ, მოძალადე დააკავა.

შსს ინფორმაციით, ძალადობის ფორმებს შორის ხშირი იყო სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობა, ასევე მუქარას, სისტემატური ფსიქოლოგიური ან სხვა სახის ძალადობა.

ძალადობის დროს, ფაქტის სამართალდამცავ ორგანოში შეტყობინების ინიციატორი იყო: 

✅62 შემთხვევაში - ოჯახის წევრი (დედა ან ბებია)

✅32 შემთხვევაში - მსხვერპლი ბავშვი;

✅4 შემთხვევაში - მეზობელი;

✅3 შემთხვევაში - მოქალაქე/შემსწრე პირი;

✅2 შემთხვევაში - ნათესავი;

✅2 შემთხვევაში - საავადმყოფო/სასწრაფო დახმარების ბრიგადა;

✅2 შემთხვევაში - სკოლა/მანდატური;

✅1 შემთხვევაში - არასამთავრობო ორგანიზაცია;

✅1 შემთხვევაში - სოციალური სამსახური;

✅1 შემთხვევაში - სხვა პირი.

 

შემაკავებელი ორდერი გამოიცა ბავშვის ინტერესების უგულებელყოფის 37 ფაქტზე. აქედან, 28 შემთხვევაში ბავშვის ინტერესი არ უგულებელყო დედამ, 7 შემთხვევაში მამამ, ხოლო 2 შემთხვევაში - სხვა პირმა.

სამართალდამცველები ბავშვის უგულებელყოფაში  მოუვლელობას, საკვების მიუცემლობას, ბავშვის ანტისანიტარულ გარემოში ცხოვრებას, ბავშვის მიერ მავნე-ჩვევების ათვისების ხელშეწყობას გულისხმობენ.  გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მშობელს ჰქონდა ბავშვის შესაბამისი პირობების შექმნის შესაძლებლობა. 

2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულებზე არასრულწლოვან მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია. სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტი ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

სამინისტროში ამბობენ, რომ კვლავ დაბალია მიმართვიანობა გარეშე პირების, მათ შორის, მეზობლების მხრიდან, რაც ბავშვზე ძალადობის შემთხვევების მიმართ მათ არაგულისხმიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი