გამოცდების გარეშე მართვის მოწმობა - პირს თაღლითობისთვის შესაძლოა პატიმრობა მიესაჯოს

13 ივნისი 2019, 11:00 8198 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს, რომელიც ფულის სანაცვლოდ მოქალაქეს მართვის მოწმობის აღებას თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე დაჰპირდა.  სანაცვლოდ თაღლითობაში ბრალდებულმა 800 ლარი აიღო. 

გამოძიების ვერსიით, რომ მურმან მ. მოქალაქეს გაყალბებული მართვის მოწმობის დამზადებას, შსს-ს მომსახურების სააგენტოში  პირადი ნაცნობების გამოყენებით სთავაზობდა. მათივე ინფორმაციით, ნაცნობობის შესახებ ბრალდებული მოქალაქეებს ატყუებდა. 

გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. თუ მურმან მ. სასამართლომ  დამნაშავედ სცნო, აღებული 800 ლარისა და სავარაუდო თაღლითობის ფაქტი,  მას 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთად დაუჯდება. 

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

 

ფოტო: AllNews.ge

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი