დღეიდან ცხოველების წამება პატიმრობით ისჯება

12 ივნისი 2019, 16:17 57208 ნახვა

საქართველოში ცხოველების წამებისთვის ან არასათანადო მოპყრობისთვის პატიმრობა დაწესდა -  პარლამენტმა კანონი უკვე მიიღო.

თუ აქამდე, ცხოველებზე მოძალადე ჯარიმდებოდა ან სიტყვიერ გაფრთხილებას იღებდა, შესაძლოა ერთ წლამდე დააპატიმრონ. 

დეპუტატებმა ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის შესახებ ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტიცა და ის დღეიდან უკვე ძალაშია. კანონის გამკაცრების ინიციატორი კი, თბილისის მერია იყო.

ცვლილებით, პატიმრობის ფორმის გამოყენება დაშვებულია ცხოველის წამების პირველივე შემთხვევაში, რასაც ცხოველის დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვება.   

"ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა ვნახეთ, თუ როგორ კლავდნენ და ასახიჩრებდნენ ცხოველებს. ეს ძალიან მძიმე სანახავია და ამ მიმართულებით, კანონის გამკაცრება მნიშვნელოვანია"- აღნიშნა კანონპროექტის ინიციატორმა, კახა კალაძემ.

ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, 500 ლარამდე გაიზარდა ადმინისტრაციული სახდელის ზომაც.  

იმ შემთხვევაში, თუ ცხოველებზე მოძალადე არასრულწლოვანია, პასუხისმგებლობა მშობელს ეკისრება და მას ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს. 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი