ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის სადავო საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ, ბათუმის მერიის ადვოკატის მოთხოვნით, წელს მეორედ მისცა შანსი თვითმმართველობას, გადაწყვეტილების მიღებამდე შეხვედროდა მოსარჩელე მხარეს, რომლებიც ბათუმში მეჩეთის მშენებლობას ითხოვენ და ნებართვის გაუცემლობის გამო, მერიას დისკრიმინაციის ნაწილში ედავებიან. 12 ივნისამდე მიცემული ვადა ბათუმის მერიამ არ გამოიყენა.