რატომ არის ლარი არასტაბილური და რა პროგნოზი აქვს ამ მიმართულებით კობა გვენეტაძეს, ამასთან დაკავშირებით, კითხვები დეპუტატებმა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს გასული წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენის შემდეგ პარლამნეტში დაუსვეს.
როგორც გვენეტაძე ამბობს, ეროვნულმა ბანკმა უნდა ნახოს ბალანსი, რომ გრძელვადიან პერიოდში ლარი იყოს სტაბილური და ამავე დროს რეზერვი ჰქონდეს ქვეყანას, რათა რისკები დაძლიოს.