ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში, გიორგი ჩხაიძის და მარინა ფრანგიშვილის ნამუშევრებისა და თეატრის მუზეუმში დაცული ისტორიული აფიშების გამოფენა გაიხსნა.
სამ სივრცეში, თეატრში დადგმული სპექტაკლების დეკორაცია, კოსტიუმები, სცენოგრაფია, ესკიზები თოჯინები და ისტორიული აფიშებია წარმოდგენილი. გამოფენის ნახვა დამთვალიერებელს ხვალაც შეუძლია.