კაზინოში მკვლელობის საქმე - შესაძლოა დღეს განაჩენი გამოცხადდეს

06 ივნისი 2019, 12:11 1235 ნახვა

უზბეკეთის მოქალაქე ქალის მკვლელობის საქმეზე შესაძლოა გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა დღეს გამოაცხადოს. საუბარია 24 ნოემბერს ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში  მომხდარ მკვლელობაზე. გამოძიების ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქემ  უცხო ქვეყნის მოქალაქე ერთი ქალი მოკლა, მეორე კი  დაჭრა. დღეს სასამართლო მხარეთა დასკვნით სიტყვას მოისმენს. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა ბათუმში უზბეკი ქალი გასული წლის დეკემბერში გაიცნო და ის ეჭვიანობის ნიადაგზე დანით მოკლა.

  ლევენთ ულუთურქს გამოძიება  ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ერთი პირის  განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16 დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა  ემუქრება. სასამართლო სხდომა 16 საათზეა ჩანიშნული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი