საქართველოში, ბოლო 5 თვის განმავლობაში, პროდუქციაზე ფასების მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფლაციის დონემ - 4,7 % მიაღწია. მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.5 % შეადგინა.
შედეგად, მოქალაქეებს ჯანდაცვის მიმართულებით მომსახურების მიღება 3%-ით გაუძვირდათ.
რაც შეეხება პროდუქტებს, ინფლაციის, იგივე ფასების მატების კოეფიციენტი, ყველაზე მეტად - თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელებზე აისახა და პროდუქციის ღირებულება 21.1%-ით გაიზარდა. სურსათზე ფასების წლიურმა ზრდამ კი 7,9 %-შეადგინა.
გაიზარდა ბოსტნეული და ბაღჩეულის ღირებულებაც - 33.7 პროცენტით, თევზეულზე - 13.5 %-ით. ასევე, გაძვირდა პური და პურპროდუქტები - 11.6 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები - 7.2 პროცენტით.
ფასების ცვლილება დაფიქსირდა მინერალური და წყაროს წყლის, უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების კატეგორიაზეც - და მატებამ 4.8 პროცენტი შეადგინა.
3,2 %-ითაა მომატებული ფასები ტრანსპორტის ჯგუფში. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე და სატრანსპორტო მომსახურებაზეც.
ფასნამატმა დასვენების, გართობისა და კულტურის მიმართულებით 4,6 % შეადგინა.
ერთადერთი, რაზეც ბოლო 5 თვეში ფასების კლება დაფიქსირდა, საქსტატის ინფორმაციით ხილი და ყურძენია (-19.9 პროცენტი).