მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, მაღალი ტემპერატურა +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი, თუმცა არასტაბილური ამინდი იქნება, დროგამოშვებით მოიღრუბლება და შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით.
აჭარის, როგორც სანაპირო კურორტებზე, ასევე მთიან ზონაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +28, +33 გრადუსი იქნება, დროგამოშვებით კი იწვიმებს.
ზღვის წყლის ტემპერატურა საბანაოდ უკვე კომფორტულია და +21 გრადუსამდე გათბა.