მასშტაბურ კორუფციაში მხილებული მაღალჩინოსნებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო 2 საათში იმსჯელებს

01 ივნისი 2019, 12:45 1467 ნახვა

ყოფილი და მოქმედი  მაღალჩინოსნებისთვის, აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, 14 საათზე იმსჯელებს. საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს, მათ ბრალად მილიონ-ნახევარი ლარის, უკანონო გაფლანგვა და  სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებათ.  შვიდივე დაკავებულს ბრალი  ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს, თუმცა არცერთი  მათგანი ბრალს არ აღიარებს.

მასშტაბურ კორუფციულ დანაშაულზე ბრალი წარდგენილი აქვს ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვსაც.  საქმე „იაფი სახლის“ პროექტს და დიდი ოდენობით დაკარგულ თანხას ეხება - პროკურატურა აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ბათუმის ყოფილ მერს და მოქმედ ვიცე-მერს, ასევე სხვა თანამშრომლებს - თანხის გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი