აჭარაში მასშტაბურ კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულ 7 პირს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

31 მაისი 2019, 12:02 2184 ნახვა

აჭარაში მასშტაბურ კორუფციულ დანაშაულზე დაკავებულ 7 პირს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. გამოძიება მილიონ-ნახევარი ლარის უკანონო გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ბათუმის ყოფილ მერს  მოქმედ ვიცე მერს, ფინანსთა და განათლების მინისტრების ორ მოადგილეს და მერიის 3 მაღალჩინოსანს ედავება.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა 4-მილიონ ლარად შეფასებულ ტენდერში აზერბაიჯანულ კომპანია “კონვენტ ჯორჯიას” ყალბი დოკუმენტების საფუძველზე გაამარჯვებინეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი