ტელეკომპანია იმედში საინფორმაციო პოლიტკას სავარაუდოდ "პოლკოვნიკი" ნიკა ლალიაშვილი ჩაიბარებს

29 მაისი 2019, 18:59 3822 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ტელეკომპანია"იმედზე“ რეორგანიზაცია იწყება. არხის დირექტორის შეცვლის შემდეგ, საინფორმაციო პოლიტიკის მიმართულებას, სავარაუდოდ, ნიკა ლალიაშვილი ჩაიბარებს. ​

დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ადასტურებს, ასევე ამ ეტაპზე არ პასუხობს შეკითხვას, მიმდინარეობს თუ არა მასთან კონსულტაციები. 

საკადრო ცვლილებებს არ ადასტურებს ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ლეჟავაც. ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია. 

ნიკა ლალიაშვილი 1997 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე; 

2000 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოში იყო, ხოლო 2000–2002წწ. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა სამმართველოში.

2002–2004წწ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში გადაინაცვლა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად; 2004–2005წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრუნდება ისევ, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად; 2005–2007წწ. "PA Consulting" ჯგუფის კონსულტანტია. 

2003 წელს ნიკა ლალიაშვილს მიენიჭა სამხედრო წოდება: "პოლკოვნიკი".

 

ნიკა ლილუაშვილის ბიოგრაფიული მონაცემები  -  იუსტიციის საბჭო. 

 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიის ყოფილი  დირექტორი გოგა კალანდარიშვილი 2019 წლის 16 მაისს გაათავისუფლეს თანამდებობიდან და იგი  კინოდოკუმენტალისტმა ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა, რომელიც "მე-9 არხზე" და ტელეკომპანია "მზეში" მუშაობდა დირექტორის პოზიციაზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში