ხანგრძლივი პაემნების შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

29 მაისი 2019, 12:00 1311 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გიორგი ქართველიშვილის სარჩელი. სადავო ნორმის მიხედვით განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს არ ეძლეოდა ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა. მოსარჩელე ამ ნორმის გაუქმებას მოითხოვდა.

სასამართლომ განმარტა, რომ ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის შესაძლებლობის შეზღუდვა ემსახურებოდა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების, საზოგადოების, სახელმწიფოს და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ასევე კანონით არის შესაძელებელი, დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს სათანადო ქცევით გავლენა მოახდინონ მსჯავრზე და მკაცრი აღმკვეთი დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნენ სხვა დაწესებულებებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში