''ამისთვის 9 წელი ჰქონდა'' - ირაკლი კობახიძე გარეჯის თემაზე სააკაშვილს პასუხობს 

28 მაისი 2019, 13:53 1847 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პასუხობს და ამბობს, რომ დავით გარეჯის საკითხის მოგვარებისთვის მას ცხრა წელი ჰქონდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას'' შუამავლობა დღეს შესთავაზა.  მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მზად არის მოლაპარაკებებში ჩაერთოს.  

"მას ჰქონდა 9 წელი ამისათვის, თუმცა როგორ მოაგვარა ეს საკითხი ძალიან კარგად ხედავთ", — უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციას, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ყველა რესურსი არსებობს იმისთვის, რომ საკითხი სწორად გადაწყდეს. ინფორმაციას სააგენტო on.ge ავრცელებს. 

ჟურნალისტებმა კობახიძეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებსა და პროცესში მის როლზე დაუსვეს კითხვა:

"პრეზიდენტმა ისაუბრა დემარკაციის და დელიმიტაციის აუცილებლობაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და წლების განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა დღემდე ამ საკითხის მოგვარება. ეს სირთულე არის, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან, ანუ საზღვარი საჭიროებს დემარკაციას და დელიმიტაციას, რაც არის გამოწვევა ჩვენთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოხერხდება საბოლოო ჯამში შეთანხმების მიღწევა, მათ შორის დემარკაციის და დელიმიტაციის კუთხითაც. რა თქმა უნდა, საკითხის წამოწევა არის მნიშვნელოვანი, თუმცა ერთადერთი სწორი გზა ამ პრობლემის გადაწყვეტის, არის მოლაპარაკება".

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი