ქედაში სოფელ ახოსა და პირველი მაისის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია ივნისის ბოლოს დაიწყება. სამუშაოებისთვის 240 ათასი ლარი დაიხარჯება.
ახალი სასწავლო წლისთვის ექსპლუატაციაში შევა ასევე ზუნდაგის საბავშვო ბაღიც, რომელსაც რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა. ქედაში სკოლამდელი აღზრდის 15 დაწესებულებაა.