საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა დღეს 16 საათზე გაიმართება. საბჭოს წევრები მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილ განცხადებებს განიხილავს. დღევანდელ სხდომაზე ასევე განისაზღვრება კანდიდატებთან გასაუბრების დრო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის სურვილი 9 კანდიდატმა გამოთქვა. დირექტორის პოსტი ვაკანტური 2019 წლის 19 აპრილს გახდა. მრჩეველთა საბჭოს 4 წევრმა, მოქმედ დირექტორს ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი გამოუცხადა.