გადაყენების შესახებ მედიით გავიგე - ინგა შამილიშვილი

26 მაისი 2019, 18:04 6439 ნახვა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი, ამბობს ,რომ მისი გადაყენების შესახებ ტელევიზიით შეიტყო.

ინგა შამილიშვილის განცხადებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძესთან მას კომუნიკაცია განცხადების გაკეთებამდე ჰქონდა .

„თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიით გავიგე , მე მანამდე ვესაუბრე თორნიკე რიჟვაძეს სანამ განცხადება გაკეთდებოდა ,მერე კომუნიკაცია არ მქონია „ - ამბობს ინგა შამილიშვილი.

იყო თუ არა გადაყენების სხვა წინაპირობა და მიზეზები , განათლების ყოფილი მინისტრი ამ კითხავზე საპასუხოდ თორნიკე რიჟვაძესთან გვამისამართებს. ინგა შამილიშვილის თქმით რუსეთის დროშებით მსვლელობის შესახებ მან არაფერი იცოდა.

„მე ვერაფერს ვერ ვუკავშირებ ეგ შეგიძლიათ კიტხოთ ბატონ თორნიკე რიჟვაძეს , გასაგებია ჩემთვის ყველაფერი, დღევანდელი მოცემულობა, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ რომ მე არ ვიცოდი რუსეთის დროშების შესახებ, თუმცა ეს პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა არ მიხსნის ,დანარჩენი უკვე შეგიძლიათ კითხოთ თორნიკე რიჟვაძეს.“

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი