19 წლის სტუდენტი ადვოკატს ცვლის და სავარაუდო მოძალადის ვერსიასაც არ გამორიცხავს

24 მაისი 2019, 18:11 10710 ნახვა

19 წლის სტუდენტი ადვოკატს ცვლის და სავარაუდო მოძალადის ვერსიასაც არ გამორიცხავს. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსელი, რომელიც ლექტორს ომარ მახარაძეს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს ფიქრობს, რომ შესაძლოა მახარაძის ვერსია ტელეფონის აიქლაუდის გატეხვასთან დაკავშირებით, რეალური იყოს.

სასწავლებლის დისციპლინურმა საბჭომ დღეს საკითხი განიხილა, სხდომაზე გოგო ახალ ადვოკატთან ერთად მივიდა, მანამდე მის ინტერესებს საია იცავდა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილების მიზეზი არ იციან.

გოგო, რომელიც ყვება რომ ლექტორი სექსუალური ტიპის მესიჯებს უგზავნიდა, გამოძიების შედეგებს ელოდება, გამოძიება კი სისიხლის სამართლის კოდექსის 150 ე, იძულების მუხლით მიმდინარეობს. თავად ომარ მახარაძე, რომელიც ამავდროულად საკრებულოს წევრია, სტუდენტის ბრალდებას მიზანმიმრთულ კამპანიას უწოდებს.

სხვათაშორის იგივე მოსაზრება აქვს გოგოს ახალ ადვოკატსაც, ზაზა პაპიძე ფიქრობს, რომ სულაც არ არის ალოგიკური მმართველი გუნდის წევრზე ზეწოლა ხორციელდებოდეს. ვნახოთ როგორ დასრულდება გამოძიება, ცნობისთვის 150 მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, შინა პატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას 1 წლის ვადით. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში