აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 250 625 ევროს ხარჯავს იმისთვის, რომ მსხვილი ტელეკომპანიების ეთერში - BBC-, Deutsche Welle და ევრონიუსზე ბათუმისა და აჭარის საიმიჯო კლიპი გავიდეს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კლიპებს, ამ არხების მაყურებელი მილიონობით ადამიანი ეცნობა. საიმიჯო ვიდეორგოლები, საერთაშორისო ტელეარხებზე ერთდროულად, ერთი თვის განმავლობაში იტრიალებს.
უწყებაში ამბობენ, რომ გარდა სატელევიზიო რეკლამისა, რეგიონის პოპულარიზაცია წელს 16 სამიზნე ქვეყანაში სხვადასხვა მარკეტინგული არხით მიმდინარეობს.
ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, წელს რეგიონში ნახევარ მილიონამდე ტურისტი ჩამოვიდა.