როგორ ნაყინს ვყიდულობთ საქართველოში? - ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა

23 მაისი 2019, 14:50 3569 ნახვა

სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ ნაყინის საწარმოები შეამოწმა. უწყებაში აცხადებენ, რომ ლაბორატორიულად გამოკვლეულია სხვადასხვა დასახელების ნაყინის 15 ნიმუში. სააგენტოში ირწმუნებიან არც ერთში დარღვევა არ გამოვლენილა. 

"სეზონურობის გათვალისწინებით, ნაყინის კონტროლს ვააქტიურებთ, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა უკვე ჩაატარეს 26 სახელმწიფო კონტროლი, შემოწმდა ნაყინის საწარმოებში არსებული ვითარება, ასევე სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებული პროდუქტი.  
მონიტორინგი თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა და დარღვევა 15 ნიმუშიდან არც ერთში არ გამოვლენილა" - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში