"ცენტრალურ და ადგილობრივ უწყებებს შორის შედგა მოლაპარაკება" - მერიის ადვოკატი მეჩეთის მშენებლობაზე

22 მაისი 2019, 13:19 1703 ნახვა

ბათუმის მერიამ, მეჩეთის მშენებლობის საკითხზე, 2019 წლის 10 აპრილს, სასამართლოს ერთთვიან ვადა სთხოვა იმისთვის, მუსლიმ თემასთან მოლაპარაკები ეწარმოებინა.

10 აპრილის შემდეგ, მერიის მიერ მოთხოვნილი დრო ისე გავიდა, რომ მეჩეთის მშენებლობის მსურველებს არავინ შეხვედრია. 

ბათუმის მერიას, ცენტრალურ და ადგილობრივ უწყებებს შორის შედგა მოლაპარაკება. მიღწეული არის გადაწყვეტილება, ამიტომ ივნისის პირველ კვირას, მუსლიმ თემთან  შედგება მოლაპარაკება. 

"გადაწყვეტილების შეჯერება ვერ მოხერხდა, უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს პოზიციის შეჯერება, რომლითაც წავრსდგებით მოწინააღმდეგე მხარესთან. შევთავაზებ ჩვენს პოზიციას, ამ მიზნით გადაწყვეტილების გადატანამდე თუ კიდევ ერთხელ მოხდება საქმის გადადება, მოხარული ვიქნებით" - განაცხადა მერიის ადვოკატმა პროცესზე. 

ბათუმის მერიის ადვოკატი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან არ აკონკრეტებს,   მეჩეთის მშენებლობის საკითხზე რომელ უწყებებს ესაუბრა მერია და რაზე მიაღწიეს შეთანხმებას..  

მოსამართლემ მერიის პოზიცია ჯერ არ გაითვალისწინა და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, რომ მხარეებისთვის დიალოგისთვის დრო ისევ მიეცა.  

ამჯერად სასამართლო პროცესი 12 ივნისს გადაიდო. თუ მოლაპარაკებები არ შედგა, სასამართლო მხარეების რეპლიკების შემდეგ, გადაწყვეტილების გამოსატანად გავა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი