ვერ ეღირსებიან მოედანს​ - ლევან კობიაშვილი ''გაყიდულ მატჩებზე''

21 მაისი 2019, 14:52 3691 ნახვა

საქართველოს ფეხბურთი ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ''გაყიდულ და გარიგებულ'' მატჩების ორგანიზატორები და ფეხბურთელები მოედანს ვერ ეღირსებიან. 

ქართული ფეხბურთისთვის ზიანის მიყენება კი არავის შერჩება.

"ეს საქციელი არ ეხება მხოლოდ კონკრეტულ ფეხბურთელებს, ეს ეხება და აზიანებს მთლიანად ქართულ ფეხბურთს, ჩვენს ქვეყანას. ფეხბურთის ფედერაცია, ჩემი მოსვლის დღიდან ებრძოდა და გააგრძელებს ბრძოლას ამის წინააღმდეგ. არ შერჩება არც ერთ ადამიანს, ვინც აძლევს თავის თავს უფლება, რომ ამხელა ზიანი მიაყენოს ქართულ ფეხბურთს. ზიანი მიაყენოს არა მარტო სახელს ან კლუბს, არამედ ქართულ ფეხბურთს, თითოეულ ადამიანს ვინც აქ მუშობს. 

უამრავი ადამიანია, რომელსაც უყვარს ფეხბურთი და ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, რომ პოზიტიური გააკეთოს, ეს ადამიანები კი, რომლებიც ჩემთვის წარმოუდგენლად მიუღებელი ფეხბურთელები, რომლებიც ბედავენ და ასეთ რამეს აკეთებენ.  ყველაფერს ხაზი გადაუსვეს, არაფერს აზრი აღარ აქვს. ყველაფერი წყალში იყრება, საქციელით, რომელიც რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ. 

მიუხედავად იმისა, რა პროცესები განვითარდება, ნამდვილად არ ვაპირებ იმ კომენტარის გაკეთებას, რომ დაველოდებით გამოძიებას, არ მაინტერესებს. ჩემთვის გამოძიება დაწყებულიც არის და დასრულებულიც. 

ჩვენ, ფეხბურთის ფედერაცია, ჩვენი სადისციპლინო კომიტეტი აუცილებლად იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს უმკაცრეს ზომებს, როგორც კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ასევე არ არის გამორიცხული კლუბების მიმართაც" - განაცხადა კობიაშვილმა.

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა კლუბების პასუხისმგებლობის საკითზე და თქვა, რომ ვიტ-ჯორჯიას კლუბის ხელმძღვანელებს, "რუსთავთან"  წაგებული მატჩის შემდეგ ესაუბრნენ.  ლევან კობიაშვილი ამბობს, რომ ამ თამაშის დროს გაუჩნდათ კითხვები და ამ საკითხს დისციპლინარულ კომიტეტზე განიხილავენ. 

"ჩვენ კლუბის ხელმძღვანელობას შევხდით და ავუხსენით, რომ გვაქვს კითხვის ნიშნები, რაც გაგვაჩნდა "ვიტ-ჯორჯიას" რუსთავთან შეხვედრის შემდეგ. მე ნამდვილად ხაზს არ გავუსმევ მეორე გუნდს, იქ არ მაქვს კითხვები, მაგრამ "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელების ქმედებები იმ თამაშზეც იყო საეჭვო, რაზეც გვქონდა კიდეც ჩვენ საუბარი. ამას ვაკეთებთ ყოველთვის, არც ერთ თამაში არ გამოგვიტოვებია, დაწყებული ეროვნული ლიგიდან, დამთავრებული ქვედა ლიგებამდე, ყოველთვის ვართ აქტიურები. მაგრამ, ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა გუნდების, მოთამაშეების, ყველას გვერდში დგომა. ასეთი სიბინძურე, საშინელება მეორედ აღარ განმეორდეს. 

ვაფრთხილებთ ყველას! ნუ გაბედავს ნურავინ, ვერ ეღირსებით მოედანს - ამ ადამიანების ფეხბურთი დასრულებულია, მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. შეიძლება არ მაქვს ამის თქმის უფლება, მაგრამ მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ვუზრუნველყოფ ვერ ითამაშონ ვერასოდეს ფეხბურთი" - ტქვა ფედერაციის ხელმძღვანელმა. 

სუს-მა გაყიდული და ჩაწყობილი მატჩებისთვის, 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. 

 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი