ზუგდიდში პოლიციამ ხულიგნობის ბრალდებით presa.ge-ს დირექტორი დააკავა

19 მაისი 2019, 16:26 1689 ნახვა

"სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ჟურნალისტი, presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით დააკავეს" - ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახურში ავრცელებენ.

"თვითმხილველის ინფორმაციით, გაჩერდა სუს-ისა და პოლიციის მანქანა, ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე მათ ჩასვეს მანქანაში და  წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებითო. ჩვენ არ ვიცით ის სად იმყოფება, სამხარეო პოლიციის შენობაში თუ სხვაგან. ამ წუთებში ვიმყოფებით სამხარეო პოლიციის შენობასთან და ველოდებით ინფორმაციას" - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა თამარ კორძაიამ. 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, გიორგი კაპანაძე პოლიციამ ფოთში გადაიყვანა. 

"ეს უკვე ყველა ზღვარს სცილდება, როცა ჟურნალისტს აკავებენ არაფრის გამო. არის თვითმხილველები, რომელებიც ამბობენ, რომ ადამიანი იდგა აქ და იმის გამო, რომ ვიღაცეებს არ მოსწონს გიორგი კაპანაძის საუბარი და მისი კომპანიის საუბარი, მოკიდეს ხელი, ჩატანეს და წაიყვანეს პოლიციაში. მთავარი კითხვაა რატომ დაიჭირეს იგი? ხოლო, ის რატომ გაუჩხრიკეს მანქანა არაფერია იმასთან შედარებით, ვიდრე ჟურნალისტის უმიზეზოდ დაკავება," - განაცხადა ჟურნალისტებთან ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბოტკოველმა. 

ნიკა გვარამია ამბობს, რომ კაპანაძე ქუჩაში აიყვანეს.

''აბსოლუტურად უპრობლემო ვითარებაში დააკავეს. არაფერი არ მომხდარა, აინტერესებდათ მისი ტელეფონი. ეს ტელეფონი საბედნიეროდ, ვერ ჩაიგდეს ხელში. ჩვენ გიორგის გარეთ გამოვიყვანთ'' - თქვა ტელეკომპანია ''რუსთავი 2-ის'' დირექტორმა, რომელიც ზუგდიდში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში