ღორჯომში ''ქართული ოცნების'' კოორდინატორი ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობდა - ელგუჯა ბაგრატიონი

19 მაისი 2019, 16:14 2191 ნახვა

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი გადაიღეს. მაუწყებელს ვიდეო ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა მოგვაწოდა. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ამბობს, რომ კოორდინატორი მოქალაქეს საარჩევნო უბანზე მისვლის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სთავაზობდა.

''ქართული ოცნება აგრძელებს ჩვეული მეთოდებით არჩევნების გაყალბებას, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება და ა.შ.
კონკრეტულ ფაქტს რაც შეეხება,   ''ქართული ოცნების'' ერთ-ერთი კოორდინატორი ტელეფონით მოქალაქეს ესაუბრებოდა და თანხას სთავაზობდა,იმის სანაცვლოდ, რომ უბანზე მოსულიყო. ახლოს ვიდექი და რა თქმა უნდა გავიგონე ხმა. ამასთან დაკავშირებით მოვთხოვე პასუხი,  რაზეც მიპასუხა, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდებოდა თუმცა,  მას გამოესარჩლა ხულოს საკრებულოს დეპუტატის ახლობელი , რის შემდეგაც  მოხდა შელაპარაკება.'' -  ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.


შემთხვევა ​ ღორჯომის 39-ე საარჩევნო უბანთან მოხდა. მაუწყებელი დაუკავშირდა მმართველი პარტიის პრესსამსახურს და კომენტარს ელოდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში