მსჯელობა უბლოკო სტატუსზე

19 აგვისტო 2016, 00:00 2018 ნახვა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი “უბლოკო სტატუსის” საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაზე დღეს გადაწყვეტილებას მიიღებს. საინიციატივო ჯგუფს მზად აქვს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციისთვის შემდეგი პუნქტის დამატებას ითხოვენ: "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველო არ გაწევრიანდება რომელიმე საერთაშორისო სამხედრო ბლოკში, ან ალიანსში". საინიციატივო ჯგუფი 10 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან: - ნინო ბურჯანაძე, ბაკურ ბაკურაძე, გიორგი ახვლედიანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გრიგოლ ბარამიძე. აღნიშნული საკონსტიტუციო პროექტის საპირისპიროდ პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს შესთავაზა საკონსტიტუციო ინიციატივა, რომლიც მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში უნდა ჩაიწეროს ქართველი ხალხის ნება, ქვეყანამ დაიმკვიდროს სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში.

ამავე კატეგორიაში