უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების მიერ მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენის ვადა დღეს 18 საათზე იწურება. საარჩევნო ადმინისტრაციაში, რეგისტრაციის პროცესის დასასრულებლად, დღის ბოლომდე 3000-3000 ხელმოწერა „ემსახურე საქართველომ“ და „ერთიანობის დარბაზმა“ უნდა წარადგინონ. უსკოს შესაბამისმა სამსახურმა წარდგენილი ხელმოწერები 29 აგვისტომდე უნდა გადაამოწმოს. ხარვეზების არარსებობის შემთხვევაში კი პარტიები რეგისტრირებულად სწორედ 10 დღის შემდეგ ჩაითვლებიან. იმ შემთხვევაში თუ დღის ბოლომდე რომელიმე პოლიტიკური გაერთიანება, უსკოში ხელმოწერებს ვერ წარადგენს, საარჩევნო ადმინისტრაცია მას რეგისტრაციაზე უარს ეტყვის.