ნაციონალური მოძრაობის ხულოს საარჩევნო შტაბის ხემძღვანელი ქართული ოცნების მერობის კანდიდატს ხულოში, ვახტანგ ბერიძეს ამომრჩევლებზე ზეწოლასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს.
გია აბულაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნება ასობით კოორდინატორსა და მიკრო-კოორდინატორზე სოლიდურ თანხებს ხარჯავს. ნაც.მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელი აუდიტის სამსახურს მოუწოდებს საკითხი შეისწავლოს. ქართული ოცნების შტაბში საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.