''დაგასვათ თავზე სრული არარაობები'' - სააკაშვილის პასუხი პასუხზე

15 მაისი 2019, 18:21 3532 ნახვა

''აჭარას და აჭარლებს არ სჭირდება ახსნა, თუ როგორ მიყვარს მე ისინი'' - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აჭარის მკვიდრებს. მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ ლაივის დროს თქვა, რომ ხულოელებისთვის ბოდიში მოსახდელი აქვს ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს.  ექსპრეზიდენტი, ხულოს სამხატვრო გალერეის საკითხსაც შეეხო. განაცხადა, რომ ''ქართული ოცნების'' დეპუტატების ოჯახის წევრების ხელფასებზე საბიუჯეტო თანხები არ უნდა იხარჯებოდეს. 

''თვითონ ხულოს სამხატვრო გალერეა ჩემს მიერ არის აღდგენილი და გარემონტებული, მაგრამ არ შეიძლება სახელმწიფო სიპები ათასობით ლარს ხარჯავდეს ოცნების დეპუტატების ოჯახის წევრების შენახვაზე და უსაქმურობისთვის გაცემდეს ხელფასებს, მაშინ როცა ხალხი შიმშილით კვდება'' - ამბობს ექსპრეზიდენტი. 

მიხეილ სააკაშვილმა 4 წუთიან მიმართვაში, თქვა, რომ საქართველოს ისტორიაში არცერთ მმართველს არ გაუკეთებია აჭარისთვის იმდენი, რამდენიც მან, ლევან ვარშალომიძემ და მათმა გუნდმა გააკეთეს.

''ეს ასეა და თქვენ კარგად იცით. ისიც ხომ კარგად იცით, რომ ივანიშვილს ეზიზღებით, განსაკუთრებით აჭარა და აჭარლები და მეგრელები. ამ ორი კატეგორიის ხალხს განსაკუთრებით ვერ იტანს. დაგასვათ თავზე სრული არარაობები. გვარს ვერ ვიხსენებ, მარტო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რად ღირს, ან ერთი, ან მეორე ან მესამე  იცით, რა უბედურებები დამართა ივანიშვილმა ხულოს? მას აქვს ბოდიში მოსახდელი თქვენს წინაშე. ბოდიში იმისათვის, რომ გააჩერა კურორტების მშენებლობა. მწვანე ტბაზე სპა ცენტრს ვაშენებდით, სადაც დასაქმდებოდა ათასობით ხულოელი. ახალი სათხილამურო ტრასები შენდებოდა, საბაგიროები გვქონდა შეკვეთილი. ყველაფერი გააუქმეს და გააჩერეს. 

ივანიშვილმა მოკლა გოდერძის გვირაბის პროექტი, ხულო პირდაპირი ტრასით დაუკავშირდებოდა დანარჩენ საქართველოს. ივანიშვილმა მოკლა ხიხანის რეაბილიტაცია. ერთი მეათედი განხორციელდა იმ პროექტებისა, რომლის ფულიც დავტოვე'' - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას ასე დაემშვიდობა: ''მომავლ შეხვედრამდე ხულოში, აჭარაში''.

დღევანდელ განცხადებებს წინ უძღოდა, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა მიუნხენში. ემიგრანტებთან შეხვედრის ვიდეო, სოციალ ქსელში, გუშინ გავრცელდა.

საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 7 მაისს, სასტუმრო "ხულოდან" აქტივისტების გამოძევების მცდელობის გამო გააკრიტიკა. დეპუტატის ცოლის "ხულოს სამხატვრო გალერეაში" მუშაობის გამო კი, დეპუტატი ნეპოტიზმსა და კორუფციაში დაადანაშაულა.
 

"ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაში ერთმანეთთან? – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ "მერიის ბალანსზე არსებული "ხულოს სამხატვრო გალერეა", სპეციალურად შეიქმნა".  

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი