შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 44 წლამდე ასაკის კაცი, ცოლის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს, დედამთილს კი ბრალი წარუდგინეს.
შემთხვევა თეთრიწყაროს რაიონში მოხდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა. შსს-ს ცნობით, ბრალდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ქალს სისტემატურად ამცირებდა, პატივსა და ღირსებას ულახავდა. აღნიშნულის გამო ქალმა თვითმკვლელობა სცადა და თვითდაზიანება მიიყენა.
დაშავებულს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაუწიეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს, 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა დაზარალებულის დედამთილის მხრიდანაც გამოიკვეთა, რის გამოც მას ბრალი წარუდგინეს.