ნათია კაპანაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს კიდევ ერთ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

14 მაისი 2019, 18:00 2482 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილ დირექტორს ბათუმის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი  შუამდგომალობა არ დაუკმაყოფილა. ნათია კაპანაძე  მრჩეველთა საბჭოს მიერ იმპიჩმენტის გამოცხადების აქტის შეჩერებას სასამართლო დავის დასრულებამდე ითხოვდა.  მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ვერ დაინახა იმპიჩმენტის შეჩერების აუცილებლობა, რადგან მისივე განმარტებით, მრჩეველთა საბჭომ დისკრეციული უფლებით ისარგებლა და საკითხი საფუძვლიან შესწავლას საჭიროებს. მხარე მიღებულ  გადაწყვეტილებას  სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

 ნათია კაპანაძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს, ანა მდინარაძის თქმით, შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემხთვევაში,  კაპანაძე დირექტორის თანამდებობაზე აღდგებოდა. კიდევ ერთი შუამდგომლობა, რომლითაც მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლოს მიმართა დირექტორის შესარჩევი კონკურსის  შეჩერებას  გულისხმობდა, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ არც ეს  სარჩელი დააკმყოფილა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი