საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 40 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული საქართველოს სახელმწიფო პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა ადეკვატურია და არსებულ ვითარებას შეესაბამება. კობა გვენეტაძემ ასევე ისაუბრა გაცვლით კურსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რეზერვები კვლავ საჭიროებს შევსებას.