“სამართლიანი სახელმწიფოსთვის“ ბათუმში სამოქალაქო მოძრაობა დაფუძნდა

12 მაისი 2019, 15:15 2209 ნახვა

„სამართლიანი სახელმწიფოსთვის“ - ასე ჰქვია სამოქალაქო მოძრაობას, რომელიც ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა დაარსა. მან დღეს ბათუმში ადვოკატთა ასოციაციის წევრებს მოძრაობის მიზნები გააცნო.

უფლებადამცველის განცხადებით საქართველოში სასამართლო ხელისუფლებას ეგრეთ წოდებული  „ჩინჩალაძე მურუსიძის“ კლანი მართავს და ქვეყანა ამ ძალისგან ადვოკატების გაერთიანებამ უნდა გაანთავისუფლოს.  ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ პოლიციაში და სასამართლო სისტემაში ძირეული რეფორმებია გასატარებელი. გაერთიანების სახელით სექტემბრიდან შეხვედრები მოსახლეობასთანაც იგეგმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში