ბრძოლა ზუგდიდის მერობისთვის თუ პოლიტიკური ლიდერობისთვის?

11 მაისი 2019, 19:35 2012 ნახვა

ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია ზუგდიდში. ეს კიდევ ერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ამომრჩეველს 19 მაისს, მერის არჩევა, 15 კანდიდატს შორის უწევს. ერთი კვირით ადრე, ქართულ  საარჩევნო რუკაზე, ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ოლქში, დამკვირვებლების აზრით, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, უჩვეულო სიმშვიდეა.

ზუგდიდი, სადაც ქართული პოლიტიკური პროცესების დუღილი ყოველთვის ყველაზე საგრძნობი იყო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ახლა ერთადერთ ინციდენტს იხსენებენ, რომელიც სოფელ ნარაზენში მოხდა და რომლის დროსაც, ნაციონალური მოძრაობის წევრები, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოტივით დააკავეს.

ამ დროისთვის, რეკლამა, მხოლოდ ორ კანდიდატს - სანდრა რულოვსს „ნაციონალური მოძრაობა“ და გიორგი შენგელია „ქართული ოცნება“ აქვთ ტელევიზიებში განთავსებული, შესაბამისად, რეპორტაჟში, ამ ორი კანდიდატის კლიპებია გამოყენებული.

ლაშა ზარგინავა
წამყვანი, რედაქტორი

ამავე კატეგორიაში