მოქალაქეები, რომლებიც ავტომანქანების ყალბ საშვებს ამზადებდნენ დააკავეს - საგამოძიებო სამსახური

07 მაისი 2019, 10:25 2082 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

ბრალდებულები, ქალაქ თბილისში, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით, სისტემატურად ამზადებდნენ  თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და სამართალდამცავი უწყების ავტომანქანების ყალბ საშვებს.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტის მფლობელებს უფასო პარკირებისა და გარკვეულ დაცულ ტერიტორიებზე შესვლის უფლება ჰქონდათ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეებს 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში