აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას ფონდი “ქართუ” დააფინანსებს

03 მაისი 2019, 19:23 1393 ნახვა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისთვის ფონდი „ქართუ“ მიმდინარე წელს აჭარაში 3 მილიონ 500 ათას ლარს დახარჯავს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, უწყებას ბოლო სამი წლის განმავლობაში 8 პროექტი აქვს შეძენილი, აქედან ორს გორგასლის 24 ნომერსა და საბაევის სახლის შიდა სარემონტო სამუშაოებს 600 ათასი ლარით თავად სააგენტო, დანარჩენს კი ფონდი დააფინანსებს.

ამასთან ბათუმის მერია 800 ათას ლარს დახარჯავს თავდადებულის ქუჩის 35 ნომერში მდებარე შენობის რეაბილიტაციისთვის და მობინადრეებს დროებითი საცხოვრებლით  უზრუნველყოფს. ზაურ ახვლედიანის განცხადებით, დეტალებზე საჯარო პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თავად გეგმავს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი