ავტომობილები, რომლებიც პარკირების ადგილებში კომერციული მიზნითაა განთავსებული ბათუმის ავტოტრანსპორტს საჯარიმოზე სადგომზე გადაჰყავს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ავტომფლობელები რამდენჯერმე გააფრთხილეს. საჯარიმო ავტოსადგომზე გუშინ საღამოს გორგილაძის ქუჩიდან ''ბათუმის ავტოტრანსპორტმა'' 8 ავტომობილი გადაიყვანა.
უწყება მძღოლებს აფრთხილებს, რომ პარკირების ადგილებში კომერციული საქმიანობა იკრძალება და ადმინისტრაციული წესით ისჯება.
კომერციული საქმიანობა პარკირების ადგილზე პირველ შემთხვევაში 100 ლარით ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგდება.