როგორია ელჩთან ვიზიტის შთაბეჭდილებები, რა საგანმანათლებლო პროექტები და პროგრამები ხორციელდება ,,ამერიკულ კუთხეში’’ და როგორია მოსწავლეთა აქტივობა - ამ საკითხებს განიხილავენ დღეს, 17 ნოემბერს, 13:10 საათზე, გადაცემაში ,,ღია ეთერი’’ირმა ჩხაიძესთან ერთად FM 104.5-ზე.
სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე.
ელჩთან ვიზიტის შთაბეჭდილებებზე, "ამერიკულ კუთხეში’’ საგანმანათლებლო პროექტებსა და პროგრამებზე და მოსწავლეთა აქტივობაზე, ბათუმის ამერიკული კუთხის პროგრამების კოორდინატორი მამუკა საფარიძე და მოსწავლეები გივი მათითაიშვილი, ლიზი ტუღუში, რიკარდი კოჩალიძე, პეტრე ლობჟანიძე და დეა დარჩიძე ისაუბრებენ.
პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში, ამერიკული კუთხეების კოორდინატორი, ქეთევან ასათაშვილი.