კომპენსაციები თხილვანაში მცხოვრებლებისთვის

03 ივლისი 2017, 20:00 716 ნახვა

თხილვანაში მუდმივად მცხოვრებ 27 ოჯახს 25- 25 ათას ლარიანი კომპენსაციები რამდენიმე დღის წინ დაერიცხათ.  დარჩენილი 40-მდე ოჯახი კი თანხას დაჩქარებული წესით მიიღებს. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს თხილვანელების ტრანსპორტირების ხარჯებს. შეგახსენებთ, სოფელ თხილვანაში მეწყრული პროცესები იანვარში გააქტიურდა, რამაც საფრთხე 62 ოჯახს შეუქმნა.

დაზარალებულ 60 ოჯახის დასახმარებლად აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, მილიონ ნახევარი ლარი გამოიყო, ხოლო ორი ოჯახი ხულოში, ვაშლოვანში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებელში გააგრძელებენ ცხოვრებას. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი