საფრანგეთის სამხრეთში ქალაქ ავინიონში მეჩეთთან სროლა იყო. შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შენობიდან გამოსულ მორწმუნეებს ცეცხლი ორმა უცნობმა პირმა გაუხსნა. თავდამსხმელები პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებულები. პოლიცია ინციდენტს ტერორისტული თავდასხმის კვალიფიკაციას არ ანიჭებს. წინასწარი ვერსიით, მორწმუნეები ახალგაზრდებთან კონფლიქტის მსხვერპლი გახდნენ.