''ჩვენ ვქმნით მომავალს'' - რიგით 21-ე ბანაკი ''სკაუტარიუმი'' გაიხსნა

02 ივლისი 2017, 20:00 999 ნახვა

„ჩვენ ვქმნით მომავალს“ - რიგით 21-ე ბანაკი „სკაუტარიუმი“ გაიხსნა.  90 ბავშვი საქართველოს სამი რეგიონიდან, ერთი კვირის განმავლობაში,  დამოუკიდებლად იცხოვრებენ.  ბანაკში ყოფნისას მოზარდები  სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვებიან, გაივლიან სკაუტურ ტრენინგებს, შეისწავლიან პირველადი დახმარების გაწევას, კარვის გაშლას, წყალზე ხატვას, ასევე, ეკოლოგიის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ, აცხადებს ბანაკის დირექტორი ლილე კონცელიძე. „სკაუტარიუმში“ მონაწილეობენ როგორც გამოცდილი სკაუტები, ასევე ახალწვეულებიც, რომლებიც, ფიცის დადების შემდეგ,  სკაუტური მოძრაობის წევრები გახდებიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი