100 ქულიანი სისტემა-ახალი სატელეფონო აპლიკაცია

28 ივნისი 2017, 20:00 751 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ახალი მობილური აპლიკაციისა და სხვა ინოვაციური სერვისების შესახებ პრეზენტაცია გამართა. ახალი აპლიკაციისა და მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდის მეშვეობით, მოქალაქეები მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. ასევე, საშუალება ექნებათ, სახლიდან გაუსვლელად  სააგენტოს სერვისებით ისარგებლონ, სხვადასხვა ცნობის ასაღებად  განაცხადი შეავსონ, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდისთვის მოემზადონ, ასევე, მოიძიონ და დაჯავშნონ ავტომობილის მათთვის სასურველი სახელმწიფო სანომრე ნიშანი.

ამავე კატეგორიაში